თინა ბოკუჩავა მორიგი პროვოკაციით

ნაციონალისტური იდეოლოგიის ერთ-ერთმა მთავარმა მქადაგებელმა, თინა ბოკუჩავამ, პარლამენტთან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის პარლამენტში შესვლა და პროვოკაციული ბრიფინგის გამართვა მხოლოდ არჩილ თალაკვაძეზეა დამოკიდებული.
მისი განცხადებით, ის აპირებს არჩილ თალაკვაძის, ან გია ვოლსკის ნახვას.
„ეს კაციც თავის შვილის გზას უნდა დააყენოს რეჟიმმა? უნდა მოკლან? წარმოუდგენელი უსამართლობაა. ვაპირებ შევიდე და თალაკვაძე ვნახო, რომ მიიღოს გადაწყვეტილება და შეუშვას ადამიანი, რომ ჩავატაროთ ბრიფინგი, ამისთვის მოვედით. ამისთვის უნდა მოკლან ადამიანი? თუ თალაკვაძე არის ადგილზე, რაოდენ ბუტაფორიული როლიც არ უნდა ჰქონდეს მას ყოველთვის, ის არის გადაწყვეტილების მიმღები პირი პარლამენტში. ამიტომ მისი პასუხისმგებლობაა და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, რომ შეუშვას მაჩალიკაშვილი. თუ ის არ არის ადგილზე, ვოლსკი პირველი ვიცე – სპიკერი არის, თუ ახლად დანიშნული კუჭავა, ვინც არ უნდა იყოს, უნდა მიიღონ გადაწყვეტილება“, – აცხადებს ბოკუჩავა.