თინა ბოკუჩავამ პარლამენტში მორიგი დაპირისპირება გამოიწვია

„ნაციონალისტური“ მოძრაობის წევრმა, თინა ბოკუჩავამ, პარლამენტში ხმაური გამოიწვია. ის არჩილ ტალაკვაძესთან შეხვედრას მოითხოვდა.
მისი აღნიშვნით, მას აინტერესებს თუ რატომ არ მისცეს მაჩალიკაშვილს პარლამენტში შესვლისა და ბრიფინგის გამართვის უფლება. სამართალდამცავება, მიუხედავად გამოწვეული ხმაურისა, არჩილ თალაკვაძის კაბინეტში შესვლის უფლება არ მისცეს.
„წარმოუდგენელია ის უსამართლობა, რასაც ეს ოჯახი განიცდის. ვახა მაჩალიკაშვილს ჯერ შვილი მოუკლეს, მერე ყუმბარა ჩაუდეს, მერე ტერორისტობა დააბრალეს და ახლა ყოველდღიურად აყენებენ შეურაცხყოფას. ხან კარავს ართმევენ ახალი წლის წინა ღამეს, ხან პარლამენტში არ უშვებენ და მიჰყავთ იმ მდგომარეობამდე, სადამდეც მიიყვანეს,” – განაცხადა ბოკუჩავამ.