გია ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა.

მან დასძინა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გვერდით ავლით მიიღებსთან დაკავშირებით კონსულტაცია პარტნიორებთან უნდა გაიარონ.

„გავრილოვის მოქმედება და საერთოდ, იმ სავარძელში ჩახტომა იყო არაადეკვატური, თორემ როცა შენ საერთაშორისო ფორუმს მასპინძლობ, იმ პერიოდში არ ხარ მხოლოდ საქართველოს დედაქალაქი, არამედ საერთაშორისო ევროპის საბჭოს დედაქალაქი ხარ იმ დროს და გაქვს ვალდებულებები. ამ ვალდებულებების შესაბამისობა ადგილობრივ კანონებთან არის საკონსულტაციო თემა ჩვენ პარტნიორებთან, ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ყველასთან, იმიტომ, რომ იყო ეგეთი შემთხვევა, როცა ჩვენ არ დავუშვით და მცირე, მაგრამ არასასიამოვნო სანქციებიც დაგვადეს 2013 თუ 2014 წელს ამასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ლავროვის ფიგურა სხვა არის, ამასთან გაცილებით მეტი სიღრმისეული მსჯელობა გვმართებს.

ჩვენ გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩავატარეთ თბილისში, ამასთან დაკავშირებით ვალდებულებები შევასრულეთ, თუმცა, იყო შემთხვევა, როცა არ შემოვუშვით ადამიანი, რომელსაც კანონი ჰქონდა დარღვეული და სანქციებიც მივიღეთ – საპარლამენტო ასამბლეამ თქვა, რომ ნებისმიერი კომიტეტის ჩატარება 2 წლის მანძილზე საქართველოში აიკრძალოს. მართალია, კომიტეტი არც იყო დაგეგმილი საქართველოში იმ პერიოდში, მაგრამ ფორმალურად არ იყო მაინცდამაინც სასიამოვნო. ასე რომ, ადვილი თემა არ არის. ეს არ არის მხოლოდ ჩემი ან პრეზიდენტის კომენტარით გადასაწყვეტი საკითხი. ამაზე ჩვენ ინტენსიური კონსულტაციები გვმართებს ჩვენს პარტნიორებთან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში,”- აღნიშნავს ვოლსკი.