მედიაში გავრცელებულ ინფორმაცია ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით “ფეიკ ნიუსია“ – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ბოლო პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია, თოთქოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის, ცოტნე გამსახურდიას, მდგომარეობა მძიმეა და ის თურქეთის კლინიკაში სრულ იზოლაციაში ჰყავთ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და მეტიც, მას „ფეიკ ნიუსად“ მოიხსენიებს.

„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ,,ფეიკ ნიუსს” უწოდებს თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით დღეს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ არანაირი წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან ამ თემასთან დაკავშირებით არ მომზადებულა და მით უფრო, თურქეთის კლინიკაში არ გაგზავნილა. ეს აბსოლუტური „ფეიკ ნიუსია”, – აღნიშნულია განცხადებაში.