რუსთავში CO-ს გაჟონვით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

რუსთავში, სავარაუდოდ CO-ს გაჟონვით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა, მათი შვილი კი ჰოსპიტალიზირებულია. გარდაცვლილნი 53 და 57 წლისანი იყვნენ, მათი შვილი კი 25 წლის.
ირკვევა, რომ ოჯახი, რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ.

ამჟამად ადგილზე იმყოფებიან პოლიციელები და ,,სოკარ-ჯორჯია გაზის” თანამშრომლები.
ცნობისთვის, რუსთავში, ბუნებრივი აირის გაჟონვით გასულ კვირასაც ორი ადამიანი გარდაიცვალა.