ოზურგეთში სუპერმარკეტის დაყაჩაღებისთვის მამაკაცი დააკავეს

ოზურგეთში, სუპერმარკეტის დაყაჩაღების ბრალდებით 1996 წელს დაბადებული ა.ტ. დააკვეს. ცნობისთვის, მამაკაცი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფოდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 14 იანვარს ოზურგეთში მდებარე ერთერთ სუპერმარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცივი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.