თბილისის აეროპორტში მამაკაცს 508 აბი „სუბოტექსი“ და 3 აბი „მეტადონი“ აღმოუჩინეს

თბილისის აეროპორტში სამართალდამცავებმა 1990 წელს დაბადებული, აწ უკვე ნასამართლევი ვინმე ა.ც. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე დააკავსეს.

დაკავებულს ჩხრეკისას 508 აბი „სუბოტექსი“ და 3 აბი „მეტადონი“ ამოუღეს.

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა აღნიშნული ნარკოტიკები თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ შემოიტანა. ა.ც. ჩადენილ დანაშაულს აღიარებს” – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

ცნობისთვის, დაკავებულს 6-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.