Empire State Building – კობი ბრაიანტის საპატივცემულოდ

ნიუ იორკში, Empire State Building ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალების გამო, მისი კალათბურთის გუნდის „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ ფერებში განათდა.

41 წლის კალათბურთელი, კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ემსხვერპლა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა პეტიცია, რომლის მიხედვით NBA-ს ლოგოტიპზე, მისი გულშემატკივრები კობი ბრაიანტის გამოსახულებით შეცვლის მოითხოვენ.