ბრიტანელ ტურისტს ველოსიპედი დაუბრუნეს

ბრიტანელ მოგზაურს პოლიციამ თბილისში მოპარულო ველოსიპედი დაუბრუნა.
საგამოძიებო სამუშაოების შედეგად მოპარული ველოსიპედი დადიანის ქუჩაზე აღმოაჩინეს.

ცნობისთვის, ველოსიპედი მოპარვის შესახებ განცხადება ტურისტმა 25 იანვარს შეიტანა.
ცნობისთვის, მოგზაურმა მგზავრობა სინგაპურიდან დაიწყო და საქართველომდე 11 ქვეყანა გამოიარა. მან ველოსიპედით 7 500 კმ გაიარა.

“მინდა, კვლავ გავაგრძელო ჩემი მოგზაურობა, მაგრამ თუ ველოსიპედს ვერ დავიბრუნებ, მომიწევს, დავასრულო,” – განაცხადა მოგზაურმა.

შემთხვევას არაერთი გამოხმაურება მოჰყვა, რის შემდეგაც მოგზაურს ახალი ველოსიპედი აჩუქეს. მას ასევე სხვადასხვა საჩუქარი მიიღო კომპანიებისგან.
გამძიება 177-ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ქუდრობას გულისხმობს.