საქართველოს პრეზიდენტმა ევროპოს საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გვასახელა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ გარე მტრებმა იზოლაციაში ვერ მოგვაქციეს.

მისი აღნიშვნით, წლების განმავლობაშ საქართველო იყო საზღვარი რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებდა.

პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელთა გამოვლაც მოუწია საქართველოს.
„დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველომ საკუთარ ტერიტორიაზე თავისი წილი დაძაბულობა, კონფლიქტი, ომი გადაიტანა; დაიძაბა მდგომარეობა ჩვენს რეგიონში; გლობალურმა გამოწვევებმა ჩვენამდეც მოაღწიეს. ამ კონტექსტში ის კი არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველომ ჯერ ვერ მიაღწია ყველა მიზანს, რეფორმების პროცესშია და პროგრესი უნდა გვაჩვენოს, უნდა გაგვიკვირდეს ის, თუ რამდენს მიაღწია მან ამ პირობებში. გასაოცარია ამ პატარა ქვეყნის მდგრადობა; გასაოცარია დემოკრატიის ის დონე, რაც 70- წლიანი საბჭოთა მმართველობის შემდეგ იქნა მიღწეული; გასაოცარია მისი შესაძლებლობა, ოკუპაციის მიუხედავად, შეინარჩუნოს სტაბილურობა და მშვიდობა; გასაოცარია მისი სწრაფვა დემოკრატიისკენ და ევროპული ღირებულებების დაცვა. საქართველოში ვერ დამკვიდრდა ექსტრემიზმი. გარე მტრებმა იზოლაციაში ვერ მოგვაქციეს“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ის ასევე შეეხო 21-ე საუკუნის პრობლემაზე, რომლის წინაშეც ყველა ერი უნდა გაერთიანდეს.
„21-ე საუკუნემ წარმოაჩინა ახალი გამოწვევები, რომლებსაც ვერც ერთი სახელმწიფო მარტო ვერ გაუმკლავდება. ესენია: კლიმატის ცვლილება, ხანდაზმული მოსახლეობა, მიგრაცია, ციფრული რევოლუცია და პოპულიზმი/პოლარიზაცია. გამოწვევების დასაძლევად ჩვენ ყველა მრავალმხრივ ფორმატში უნდა გავერთიანდეთ. მთელი ძალისხმევით უნდა განვსაზღვროთ, რა არის გასაკეთებელი. უნდა დავდოთ პირობა, რომ მხოლოდ დიალოგით გადავწყვეტთ მათი გადაჭრის გზებს. უნდა უზრუნველვყოთ, რომ ყველა ჩვენი გადაწყვეტილება და ქმედება დაეფუძნოს დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებს“, – დასძინა პრეზიდენტმა.