„პროკურატურას ამის უფლება ფიზიკურად არ ჰქონდა” – კუბლაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შეწყვეტაზე

მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ საქმეზე გამოძიების შეწყვეტის უფლება არ ჰქონდათ.

“ფაქტია, რომ სამართლიანი და ეფექტიანი დაცვის უფლება და საშუალება ჩამოერთვა მაჩალიკაშვილების ოჯახს. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, მათ ამის უფლება ფიზიკურად არ ჰქონდათ, რადგანაც აღნიშნული ინფორმაცია, რომელსაც სპეცრაზმელი უთითებს, ბუნებრივია, თავის გადასარჩენად უთითებს და საკუთარი მოსაზრებაა. ეს არის თავად სპეცრაზმელის განცხადება, რომ თითქოს თემირლანმა ხელყუმბარის გახსნა სცადა, მაგრამ სად გვაქვს სხვა, ნეიტრალური პირის ჩვენება ან სხვა მტკიცებულება, რაც ამყარებს, ამაზე არ უმსჯელია და პროკურატურას არ ჰქონდა იმის უფლება, რომ ცალმხრივად, მიკერძოებულად გამოექვეყნებინა სპეცრაზმელის ჩვენება,”- აცხადებს კუბლაშვილი.