„მწვანე სკოლაში“ მოკვლევისას დარღვევები გამოავლინა

სახელწიფო ინსპექტორის სამსახურმა „მწვანე სკოლაში“ 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შემდეგ წამოწყებული მოკვლევისას დარღვევები გამოავლინა. დარღვევები ხელახალი გამოკითხვის შემდეგ გახდა ცნობილი, გამოკითხულთა შორის კი გარდაცვლილის დედაც იყო.

ცნობისთვის, გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, ამიტომ საქმესთან დაკავშირებით ბევრი დეტალი ჯერჯერობით უცნობია. დარღვევა, რომელიც ამჟამად არის ცნობილი, არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევაა.

“მშობელი დაკითხულია ხელმეორედ. ამ ეტაპზე მეტ ახალ ინფორმაციას მე ვერ მოგაწოდებთ. ძალიან მალე ამ საქმეზე ამოიწურება საგამოძიებო მოქმედებები და წინასწარი გამოძიება. გამოძიების დასრულებისთანავე მე თქვენ უფრო მეტ დეტალს გეტყვით.
“მწვანე სკოლის” მხრიდან პერსონალური მონაცემების დარღვევას. ჩვენ ეს ფაქტი შევისწავლეთ და “მწვანე სკოლაში” დავადგინეთ, რომ ადგილი ჰქონდა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დარღვევას,” – აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორი, ლონდა თოლორაია.

აღნიშნულთან დაკავშირებით „მწვანე სკოლის“ დირექტორმა გააკეთა განცხადება.
“როდესაც პოლიციამ ჩვენ მოგვთხოვა კამერების ჩანაწერები ამ ამბის გამოძიებისას, ჩვენ ეს კამერების ჩანაწერები გადავეცით. როგორც აღმოჩნდა ამის უფლება არ გვქონდა და ამის გამო დავჯარიმდით კიდეც 500 ლარით. პერსონალური დაცვის მონაცემების ინსპექტორმა დაგვაჯარიმა იმის გამო, რომ ჩვენ გადავეცით პოლიციის მოთხოვნისამებრ კამერების ჩანაწერები. ეს მოხდა პირველივე დღეს, როდესაც საქმეზე გამოძიება დაიწყო,” – განაცხადა დირექტორმა.