ზურაბიშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით წარსდგა. მან აღნიშნა, რომ საქართველო მტკიცედ დგას ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე ისაუბრა მშვიდობის მნიშვნელობაზე.

“საქართველომ გასულ წელს წევრობის 20 წლის იუბილე იზეიმა, ამ თარიღამდე 12 წლით ადრე, კი საბჭოთა კავშირიდან გამოვიდა. დღეს რთულია წარმოვიდგინოთ სად ვიყავით და რამდენად სწრაფად მოხდა ცვლილება, რასაც შეიძლება რევოლუცია ვუწოდოთ.

მოკლე პერიოდში საქართველომ წარმატებას მიაღწია და გახდა პოსტსაბჭოტა ქვეყინიდან გარდამავალი, ძლიერი, ზოგჯერ ძალიან ძლიერი დემოკრატიის ქვეყანა, ძლიერი ინსტიტუტებით, თავისუფალი ეკონომიკით, მდგრადი ეკონომიკური ზრდით,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.