პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა

თბილისის პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. შესაბამისი განცხადება თბილისის პროკურატურაში წინ გამართულ ბრიფინგზე გაკეთდა.
მისი თქმით, გამოძიებამ დაადგინა, რომ მაჩალიკაშვილის დაკავების ოპერაციის მონაწილეების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

„სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიების შედეგად დადასტურდა, რომ სპეციალური ოპერაციების სამმართველოს თანამშრომელი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, საფრთხე იყო რეალური, იმაწუთიერი და მისი ქმედების მიზანს მხოლოდ ამ საფრთხიდან საკუთარი თავის და გარშემომყოფთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა წარმოადგენდა, ასევე დადასტურდა, რომ სპეციალური დანიშნულების რაზმის არც ერთ წევრს და არც რომელიმე მაღალი თანამდებობის პირს კანონსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, რის გამოც საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო“, – თქვა გუმბერიძემ.
საგამოძიებო ორგანოს ცნობით, ხელყუმბარიდან ამოღებული ნიმუშები ემთხვევა თემირლან მაჩალიკაშვილის გენეტიკურ პროფილს.

საქმეზე სულ 124 პირი დაიკითხა, მათ შორის სპეცოპერაციაში მონაწილე 32 სპეცრაზმელი, ოჯახის წევრები, მეზობლები და სხვ.

პროკურატურაში ასევე აღნიშნეს, რომ სუსის უფროსის მაშინდელი მოადგილე სოსო გოგაშვილი, რომელსაც ოჯახი ბრალდებებს უყენებს, სპეცოპერაციის მომენტში ადგილზე საერთოდ არ იმყოფებოდა.