„არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ” – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბოლო პრეიოდში გავცელებულ ჭორთან დაკავშირებით, თითქოს სამთავრობო ცვლილებები იგეგმება, განცხადება გააკეთა.
„ძალიან კარგად, შეხმატკბილებულად ვმუშაობთ, ძალიან ბევრი საქმე გვაქვს და არ გვცალია ამ ჭორებისთვის“, – განაცხადა თურნავამ.

მან დასძინა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.
„არანაირ სამთავრობო ცვლილებებს არ ვადასტურებ. ვფიქრობ, ეს არის აგორებული „შავი პიარი“ იმ მიზნით, რომ წარმოჩინდეს თითქოს არასტაბილურობაა სამთავრობო გუნდში, რაც ტყუილია”, -აღნიშნავს თურნავა.