თურქეთში შესაძლოა კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

თურქეთში 10 ჩინელი ტურისტი და 2 თუქეთის მოქალაქე კორონავირუსის სიმპტომებით ჰოსპიტალში გადაიწყვანეს.

ინფორმაციას ასქარაის გუბერნატორი ადასტურებს.
„ერთ-ერთ ტურისტს დაავადების სიპმტომები გამოუვლინდა, უსაფრთხოების მიზნით, მედიკოსებმა კიდევ 9 ადამიანის იზოლირება გადაწყვიტეს, რომლებიც მასთან კონტაქტში იმყოფებოდნენ. ასევე ჰოსპიტალიზირებულია გიდი და ავტობუსის მძღოლი. ტურისტები კაპადოკიაში მოგზაურობდნენ“, – განაცხადა გუბერნატორმა.
მან დასძინა, რომ დაავადებულები ადგილობრივი საავადმყოფოს სპეციალურ ინფექციურ განყოფილებაში დარჩებიან.