ჩინეთის მიმართულებით პირდაპირი რეისები დროებით გადაიდო – მდგრადი განვითარების მინისტრი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი აცხადებს, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა ჩინეთის მიმართულებით პირდაპირი რეისები დროებით შეჩერდა.

ცნობისთვის, საქართველო კვლავ ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონადაა მიჩნეული.
„პირველ რიგში, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს ლიდერობა ამ პროცესზე, მაგრამ ყველანი ვმონაწილეობთ. ხორციელდება სკრინინგი ჩინეთიდან მომავალ მგზავრებზე და ჩვენც ვართ ჩართული, თუმცა ვფიქრობ, მოგვიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება და ჩინეთიდან პირდაპირი ფრენების დროებითი შეჩერება, მიუხედავად იმისა, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს და საქართველო კვლავაც მიჩნეულია ნაკლები საფრთხის მატარებელ ზონად. ჩვენ ვფიქრობთ, ეს გადაწყვეტილება მიიღება, რათა უფრო მშვიდად ვიყოთ“, – აცხადებს თურნავა.