ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს – ნათია თურნავა

ნათია თურნავამ სვანეთის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის საფასურის გადახდასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიუხედავად გარკვეული სპეციფიკების გათვალისწინებისა, ელექტროენერგიის საფასური ყველამ უნდა გადაიხადოს.

„საქართველოს მთელი მოსახლეობა ვალდებულია, რომ პირნათლად გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. ჩვენ კომპანია „ენერგო – პრო ჯორჯიას” ვეხმარებით, რომ ამ თვალსაზრისით დისციპლინა გაიზარდოს. რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ გარკვეულ სპეციფიკას, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველამ უნდა გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური,”- არცხადებს მინისტრი.

მან დასძინა, რომ ბიტკოინების არალეგალურ წარმოებასთან დაკავშირებით გარკვეული ღონისძიებები გატარდა.

„სვანეთის ტერიტორიაზე გაიზარდა აღურიცხავი მოხმარება. მათ შორის, ეჭვი იყო იმაზე, რომ გარკვეულწილად არალეგალური მაინინგი ხორციელდებოდა. ამაზე გარკვეული ღონისძიებები გატარდა, მათ შორის „ენერგო – პრო ჯორჯიას” მხრიდან ჩვენი დახმარებით და ეს პრობლემა თანდათან გადაჭრილი იქნება. რაც მთავარია, სვანეთის ტურისტულ სეზონს ამ თვალსაზრისით არაფერი ემუქრება. ელექტრომომარაგება არის წესრიგში, პრობლემები არ არის,”- დასძინა თურნავამ.