„სპარის“ თანამშრომლის დაჭრაში პრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს

შსს „სპარის“ თანამშრომლის დაჭრაში ბრალდებულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა 1985 წელს დაბადებული, აწ უკვე ნასამართლევი ამჟამად კი პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ლ.ს. დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 იანვარს, თბილისში, მარკეტი “სპარის” კონსულტანტს – 1995 წელს დაბადებულ ბ.კ.-ს, ორი დღით ადრე მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე, დანით სხეულზე ერთი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – დასაკეცი დანა, ასევე, პნევმატური პისტოლეტი და გადაჭრილი ორლულიანი სანადირო თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო“, – აცხადებენ უწყებაში.
გამოძიება სსკ-ს 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.