უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება გიორგი ჯანაშიასა და გუგა ბარბაქაძეზე დღეს გახდება ცნობილი

დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული პირების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლო დღეს განაცხადებს.
ცნობილი გახდება გადაწყვეტილება, როგორც გიორგი ჯანაშიას, ასევე გუგა ბარბაქაძის შესახებ.
გუგა ბარბაქძის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ ეს საქმე უზენაესი სასამართლოსთვის ტესტია.
„წუთების და საათების მიხედვით მივაწოდე სასამართლოს ინფორმაცია, თუ ვინ რა ჩვენება მიაწოდა სასამართლოში.
თუმცა, ბრალდების მხარე მაინც ცდილობს კალანდია მოიყვანოს მოწმედ იმისათვის, თითქოს, ბარბაქაძე ფარდულში მიმდინარე მოვლენების მონაწილე იყო. ეს ლოგიკურადაც და სამართლებრივადაც ნონსენსია, რომ კიდევ კალანდიაზე არის ბრალდების მხარე დამოკიდებული”, – აცხადებს ადვოკატი.