ევროპის საბჭოს საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით დღეს ეწვევა

საქართველოს პრეზიდენტი სალომეზურავიშვილი სამუშაო ვიტით ევროპის საპბჭოს დღეს ეწვევა. ინფორმავიას პრეზიდენტის პრესსამსახური ადასტურებს.
აღნიშნულია ასევე ისიც, რომ ევროსაბჭოს პარლამენტის ასამბლეაზე პრეზიდენტი სიტყვით წარსდგება, შემდეგ კი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
პრეზიდენტი ასევე ევროპის საბჭოს უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება. ის ასევე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება და სიტყვითაც გამოვა. ევროპის სასახლეში ქართული კულტურის, ისტორიის, ფოლკლორისა და ეთნოგრაფიის სამტომეულის პრეზენტაცია იგეგმება სადაც პრეზიდენტი სტუმრებს სიტყვით მიმართავს.
დღის ბოლოს პრეზიდენტის სახელით იგეგმება მიღება, რომელშიც წარდგენილი იქნება ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხენკელის, ნამუშევარი. ღონისძიებისას სიტყვით გამოვლენ ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ირაკლი გივიაშვილი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი და საქართველოს პრეზიდენტი.