კორონავირუსმა 106 ადამიანი იმსხვერპლა

ჩინეთში, კორონავირუსისაგან გარდაცვლილთა რიცხვმა 106-ს მიაღწია.
„როიტერსი“ აღნშნავს, რომ ჰუბეის პროვინციაში გარდაცვლილია 100 ადამიანი, ხოლო დაინფიცირებულია 2 714.
მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსით დაინფიცირებულია 4 515 ადამიანი.
ცნობისთვის, გუშინ აშშ-მ და კანადამ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა ჩინეთში მგზავრობისაგან თავი შეეკავებინათ.