ლევან იზორია თანამდებობას ტოვებს

უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და დაზვერვის სამსახურის უფროსი ლევან იზორია თანამდებობას ტოვებს. მან აღნიშნა, რომ ის გერმანიაში ელჩის თანამდებობაზე აპირებს საქმიანობის გაგეძელებას.
„ჯერ კიდევ დეკემბერში გადაწყდა ჩემი მოღვაწეობის გაგრძელება გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, როგორც სრულუფლებიანი ელჩი. მე ამ წინადადებას სიამოვნებით დავთანხმდი. დეკემბერშივე დაიწყო შიდა პროცედურები და ჩვენ, იანვრის დასაწყისში, გვქონდა გაცხადებული იმასთან დაკავშირებით, რომ 27 იანვარს დავწერდი გათავისუფლების შესახებ განცხადებას, რათა გარკვეული დროც მქონოდა პირადი, ან ოჯახური საკითხების მოსაგვარებლად. მათ შორის, აგრემანზე მოთხოვნაა გაგზავნილი, რომელსაც თებერვლის შუა რიცხვებში ველოდებით. სავარაუდოდ, სწორედ თებერვლის მიწურულს იგეგმება ჩემი იქ ჩასვლა და ჩემი, როგორც ელჩის რანგში მოღვაწეობის გაგრძელება“, – აღნიშნა იზორიამ.