ბილი აილიში Grammy-ის გამარჯვებული გახდა

Grammy-ის რიგით 62-ე ცერემონიალი დასრულდა და მისი გამარჯვებული მომღერალი ბილი აილიში გახდა. მან გამარჯვება შემდეგ ნომინაციებში მოიპოვა: საუკეთესო ჩანაწერი, საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო ალბომი და ახალი არტისტი.
ცერემონიალის მსვლელობისას იქ მყოფთ პატივი მიაგეს კალათბურთელ კობი ბრაიანტს.