„მსურს ეჭვქვეშ დააყენოთ რუსეთის დელეგაციის მანდატი“ – ლიეტუველი დეპუტატი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა რუსეთის დელეგაციის მანდატი გაასაჩივრეს. საკითხი ლიეტუველმა დეპუტატმა წამოაყენა, მას კი მხარი სულ ცოტა 30-მა დეპუტატმა დაუჭირა.

„ჩემი კოლეგების სახელით, მსურს ეჭვქვეშ დააყენოთ რუსეთის დელეგაციის მანდატი“,- განაცხადა ლიეტუველმა დეპუტატმა და დასძინა, რომ რუსეთის იკუპანტი ბუნების გამო, მათი ევროსაბჭოში დაბრუნება სწორი გადაწყვეტილება არ იქნება.
ამჟამად ეს საკითხი მონიტორინგის კომიტეტს გადაეცა.