დაკარგული მილიონერი 77 წლის ვალიკო პაპაა

ჯეკპოტის გამარჯვებული, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ 77 წლის ვალიკო კვაჭაძე გახდა. ცნობისთვის, მან 1 182 454 ლარი 21 იანვრს მოიგო, თუმცა რამდენიმე დღე ვერ პოულობდნენ.

77 წლის მამაკაცი ამჟამად ბათუმში ცხოვრობს, 13:00 საათზე კი ის კათარზისის რიგში დგას, რათა საჭმელი მიიღოს. უკვე 8 წელია, რაც მას ბინა გაგირავებული აქვს და დევნილთა დასახლებაში ნაქირავებ ბინაშვი ცოლთან, შვილთან, რძალთან და შვილიშვილებთან ერთად ცხოვრობს. ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი ჰქონდა.
მომგებიანი ვილეთი ვალიკო პაპამ 18 იანვარს შეიძინა.

ოჯახს ეგონა, რომ მათ 2 400 ლარი მოიგეს, რეალურად კი ვერც ხვდებოდნენ, რომ დაკარგული მილიონერები თვითონ იყვნენ.