„არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველომ გაამყაროს და გააძლიეროს დემოკრატია“, – ელიზაბეთ რუდი

საქართველოში აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა, კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „კონგრესმენები არიან წარმომადგენლები აშშ-ის საკანონმდებლო შტოსი, ამიტომ დეტალური კომენტარისთვის მათ სჯობს მიმართოთ“.

მან დასძინა, რომ საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად ბევრი შესაძლებლობა აქვს.
„საქართველოს უდგას ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი, წელი და არის ძალიან ბევრი შესაძლებლობა იმისთვის, რომ საქართველომ გაამყაროს და გააძლიეროს დემოკრატია, მათ შორის დიალოგი ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, რომელიც საარჩევნო სისტემაში ცვლილებას ეხება. ასევე საარჩევნო რეფორმების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არჩევნების გამჭვირვალობას. ეს საშუალებას მისცემს იმას, რომ იყოს უფრო მეტად პროპორციული და პლურალისტური წარმომადგენლობა“,- აცხადებს რუდი.