ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცეპრეზიდენტად ირაკლი კობახიძე აირჩიეს

საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი კობახიძე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე 19 კანდიდატი იყო წარდგენილი.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში მონაწილეობს. საპარლამენტო დელეგაციას ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.

ამასთან, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგში, საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე დღეს სიტყვით გამოვა. ხვალ კი, საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით საქარველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართავს.