ბათუმის ყოფილ მერს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. წელიწადი და ექვსი თვე პატიმრობა მიესაჯა მერიის საფინანსო განყოფილების ყოფილ უფროს ერგასლან ლომაძეს. მერიის კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს ჯარიმა 20 ათასი ლარის ოდენობით დაეკისრა. მოსამართლემ მხოლოდ ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე არჩილ ვანაძე ცნო სრულიად უდანაშაულოდ.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბათუმის ყოფილ მერს, ვიცე-მერს, მინისტრების მოადგილეებსა და სხვა მაღალჩინოსნებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ივნისში შეუფარდა.

მათ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვასა და უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ედებათ ბრალი. საუბარია 1 370 076 ლარზე.