„მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სხვა არაფერი…“ – ეპისკოპოსი იაკობი ანდრია სარიაზე

მღვდელმონაზონ ანდრია სარიასთვის მღვდელმსახურების შეჩერების საკითხზე ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განცხადება გააკეთა. მან აღნიშნა, რომ საპატრიარქოს ეს გადაწყვეტილება სამართლიანია.

“მე ვფიქრობ, რომ სამართლიანად ექცევიან. აბსოლუტურად ადეკვატურია. ჭორებს ავრცელებს, მეუფე პეტრესავით ჭორიკანა კაცია, სხვა არაფერი… მაგას ახლა პატრიარქთან შეხვედრა რომ უნდა, მაგას მე ადრე დავეხმარე და მახსოვს ვინც არის და თვითონაც გაიხსენოს. მე რომ გამოვირჩევი მწვავე განცხადებებით, რას ვამბობ არასწორს? – მწვავეს არ აკეთებდა, არასწორს აკეთებდა. ტყუილს ლაპარაკობს, ისევე მატყუარაა, როგორც მეუფე პეტრე”, – აცხადებს მეუფე.

მან დასძინა, რომ ამ ეტაპზე სინოდის სხდომის გამართვა არ იგეგმება.

“სინოდის სხდომაზე რისთვის შევიკრიბოთ, მეუფე პეტრე რომ საბოლოოდ გავუშვათ? გნებავთ?! მაგასაც მოესწრებით”, – აღნიშნავს ეპისკოპოსი.