„ყოველი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებული,“- ჯანდაცვის სამინისტრო

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა აერტოპორტში კორონავირუსის შემოწმებნასთან დაკავშირებით პროტესრი არ გამოუთქვამთ, ამასთან დაკავშირებით გავრცელებული ყველა ინფორმაცია კი ჭორია.

„ჯერჯერობით სხვა საჭიროება არ დგას და ამიტომაც აცვიათ ეს ტანსაცმელი. საქართველო არის მწვანე ზონაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა სხვა ზომები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივიღებთ. ყველა ნაბიჯი მათთან კომუნიკაციის მიხედვით არის შეთანხმებული.

სასწრაფოს თანამშრომლებს აღჭურვილობაში აქვთ პირბადე, აცვიათ c დონის ტანსაცმელი, რომელიც პერსონალური დაცვისთვის არის გამოყენებული. ყოველი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებული,“- აცხადებენ სამინისტროში.