დონალდ ტრამპმა იმპიჩმენტი დააჩქარა? ვიდეო, რომელიც ყველაფერზე მეტყველებს

საეთაშორისო მედია დონალდ ტრამპის სკანდალურ ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც ამერიკის ლიდერი უკრაინის ელჩის გაძევებაზე საუბრობს, ასევე აღნიშნავს, რომ ამერიკის გარეშე ევროპა არაფერს წარმოადგენს.

„რამდენ ხანს გაუძლებს უკრაინა რუსეთთან ომს?“- იკითხა ტრამპმა, რაზეც უცნობმა პირმა უპასუხა, რომ – „ჩვენს გარეშე, დიდხანს ვერ“.

„ჩვენს გარეშე. ყველას ჩვენ როგორ უნდა ვეხმარებოდეთ“,- დასძინა ტრამპმა, შემდეგ კი ევროპის ქვეყნები გააკრიტიკა და თქვა, რომ ისინი ვაშინგტონთან ერთად ტვირთს არ ინაწილებენ.

ვიდეოში ასევე ნათლად ჩანს ის, თუ როგორ მოითხოვს ტრამპი ამერიკიდან უკრაინის ელჩის გაძევებას.

„მოიცილეთ თავიდან! მოაშორეთ ხვალვე. არ მაინტერესებს. ხვალვე მოაშორეთ. მოიცილეთ! გასაგებია? ასე მოიქეცით“, – თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის საკითხი სწორედ უკრაინის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრის გასაჯაროების შემდეგ დადგა. ის პრეზიდენტ ზელენსკის საკუთარი მოწინააღმდეგის, ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას სთხოვდა.