თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა, ბიძგები კვლავ გრძელდება

ღია ცის ქვეშ გათენებული კიდევ ერთი ღამე – საქართველოდან რამდენიმე ასეულ კილომეტრში მდებარე სტიქიის ზონაში შეშინებული და დაზარალებული მოსახლოების ნაწილი კვლავ ქუჩებში რჩება. თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადაწყვეტილებით, ტერიტორიაზე 4 მასშტაბური თავშესაფარია გახსნილი.

ქვეყნის საგანგებო სამსახურის ცნობით დაღუპულთა რიცხვი 38-მდე გაიზარდა, სამაშველო სამუშაოები კვლავ გრძელდება, რომელშიც 3800-ზე მეტი ადამიანი და ასობით ერთეული ტექნიკა და 22 მეძებარი ძაღლია ჩართული.

6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თურქეთში 24 იანვარს, ელიაზიგის პროვინციაში მოხდა. მიწისძვრა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიწისქვეშა ბიძგები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის გარდა, თურქეთის მეზობელ ქვეყნებშიც იგრძნობოდა.