კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი უკვე 80-მდე გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაინფიცირებულია 3 ათასამდე ადამიანი. კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა ევროპაშიც. საფრანგეთში ვირუსით 3 ადამიანია დაინფიცირებული.
მედიკოსების განცხადებით, ვირუსი სიმპტომების გამოვლენამდე ვრცელდება.
ჩინური მედიის ცნობით, 300 ავადმყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ვირუსის გამო ქვეყნის ხელისუფლებამ საახალწლო არდადეგები კიდევ 3 დღით გაახანგრძლივა.
ქვეყნის მთავრობა მოუწოდებს ყველა ადამიანს, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში ქალაქ უხანში იმყოფებოდნენ, დროულად მიმართონ ექიმს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქის ჩაკეტვამდე უხანი ხუთმა მილიონმა ადამიანმა დატოვა.