დავით ზალკალიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე და ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი,  საპარლამენტო ასამბლეას  საანგარიშო პერიოდში მინისტრთა კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს. მინისტრი ასევე ისაუბრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებზე, შეეხება ევროპის საბჭოში მიმდინარე მნიშვნელოვან საკითხებს და  საპარლამენტო ასამბლეის წევრების კითხვებს უპასუხებს.  

30 იანვარს, ვენაში ევროპის საბჭოს თავმჯდომარის რანგში,  საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე სიტყვით გამოვა. სხდომაზე დავით ზალკალიანი წარმოადგენს ევროპის საბჭოში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს. ვენაში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი, ეროვნულ დონეზე, შეხვედრას გამართავს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრთან, ასევე ეუთო-ს ხელმძღვანელობასთან.

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ზამთარი საქართველოში“ (Georgia in Winter), ასევე გაიმართება ახალგაზრდა ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციის ჩვენება.

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საპარლამენტო ასამბლეის სესიას სიტყვით მიმართავს. თავის გამოსვლაში პრეზიდენტი ისაუბრებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე.