გარდაიცვალა კალათბურთის ლეგენდა – კობი ბრაიანტი

კალიფორნიის ქალაქ კალაბასას შტატში, ავიაკატასტროფას მსოფლიო კალათბურთის ვარსკვლავი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის კობი ბრაიანტი კერძო ვერტმფრენით მგზავრობდა.

„ვერტმფრენის ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა – პილოტი და 8 მგზავრი, არავინ გადარჩენილა,“- განაცხადა ლოს ანჯელესის ოლქის შერიფმა ალექს ვილანუევამ, რომელიც მანამდე 5 გარდაცვლილის შესახებ საუბრობდა.

კობი ბრაიანტისა და გაიანას დაღუპვის შესახებ ინფორმაცია NBA-ის კომისარმა ადამ სილვერმაც დაადასტურა.

კობი ბრაიანტმა თავისი 20-წლიანი კარიერა „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ გაატარა და ხუთჯერ გახდა „ენბიეის“ (NBA) ჩემპიონი.