ახალი ვირუსის გავრცელებისაგან თავის ასარიდებლად „დისნეი“ იხურება

კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო „დისნეი“ პარკს დახურავს. შანხაის „დისნეიმ“ ოფიციალური განცხადება სოციალურ გვერდზე განათავსა. მათ აღნიშნეს, რომ კომპანია სრულად აუნაზღაურებს პირებს სასტუმროს ჯავშნებისა და ბილეთების საფასურს. „დისნეიმ“ შანხაიში პარკი 2016 წელს გახსნა და მასში 5.5 მლნ დოლარი ჩადო.