სუდანის ზოოპარკში ლომებს აშიმშილებენ

რამდენიმე დღის წინ სუდანის ზოოპარკიდან გამოააშკარავდა ფოტოები, რომლებშიც აღბეჭდილნი არიან ნაშიმშილები ლომები. სურათებში ნათლად ჩანს ცხოველების ძვლები.
ფოტოები სუდანში ცხოველთა უფლებების დამცველმა სოციალური ქსელის მეშვეობით გაასაჯაროვა. მან აღნიშნა, რომ ლომების ეს მდგომარეობა დაუშვებელი და შოკის მომგვრელია.

ამჟამად ზოოპარკში სამი ლომია, მათგან ერთ-ერთი მდედრია, დანარჩენი შიმშილით გარდაიცვალნენ, ან მათ გადასარჩენად ევაკუაცია გახდა საჭირო.

ზოოპარკის თანამშრომლები ცხოველებს საჭმლებს ვერ აწვდიდნენ, რადგან ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ.

“ეს ნამდვილად დანაშაულია, ვიღაც უნდა იყოს პასუხისმგებელი”, – ამბობს ცხოველთა დამცველი.