„ტოქსიკური კვამლი აგრძელებს ინდოეთის ქალაქების მოწამლვას“ – პრინცი ჩარლზი

პრინცმა ჩარლზმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა, რომ თუ ახალი ეკონომიკური მოდელი არ შეიქმნება პალანეტა განადგურდება. ის მიესალმა Microsoft-ისა და BlackRock-ის ინიციატივებს კლიმატურ ცვლილებებთან საბრძოლველად ინვესტიციების გაღებასთან დაკავშირებთ. მან საკუთარი არგუმენტის გასამყარებლად ავსტრალიის მაგალითი მოიყვანა. შეგახსენებთ, ავსტრალიი დიდი ნაწილი ხანძარმა გადაწვა. მან დასძინა ინფორმაცია მსოფლიო ოკეანეების შესახებ და აღნიშნა, რომ მსოფლიოს ოკეანეები შთანთქავენ იმდენ სითბოს, რამდენსაც წამში 5 ატომური ბომბის წარმოქმნა შეუძლია.

„ტოქსიკური კვამლი აგრძელებს ინდოეთის ქალაქების მოწამლვას, მიუხედავად მთავრობის მხრიდან ჰაერის გაწმენდის დაპირებებისა, ამ კუთხით ბევრი არაფერი კეთდება“, – აღნიშნავს პრინცი.
მისი აღნიშნვნით, საზოგადოებას და მსოფლიოს დასაკარგი დრო არ აქვს, რადგან შედეგები შესაძლოა ფატალური იყოს.