დღეს მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძება იმართება

დღეს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის „შეფიცულთა რაზმის“ წევრის – მიხა ხელაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძება იმართება.

ღონისძიება დუშეთსა და ჩარდგალში გაიმართება.
10:30 საათზე – დუშეთში, ყოფილი სასამართლოსა და მილიციის შენობების მიმდებარე ტერიტორიაზე ქართული საბრძოლო ხელოვნების ჩვენება მოეწყობა.
13:00 საათზე – ჩარგალში გაიხსენებენ მიხა ხელაშვილის დამსახურებას ქვეყნის თავისუფლებისათვის ბრძოლაში, ასევე მის შემოქმედებაზეც ისაუბრებენ.