„ის მთავარი ეკონომისტია თუ ვინ არის?“ – აშშ-ს ხაზინის მდივანი

აშშ-ს ხაზინის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას გრეტა თიუნბერგი გააკრიტიკა და თქვა, რომ მან თავდაპირველად განათლება უნდა მიიღოს, რათა შემდეგ ასწავლოს მსოფლიო ლიდერებს პოლიტიკის წარმოება.

„ის მთავარი ეკონომისტია თუ ვინ არის? დავიბენი“ – აცხადებს მნუჩინი.
„ჯერ წავიდეს და ისწავლოს ეკონომიკა კოლეჯში, მერე შეუძლია მოვიდეს და აგვიხსნას“,- დასძინა მან.

ცნობისთვის, თიუნბერგმა დავოსში საზოგადოებას განუცხადა, რომ წიაღისეული საწვავის გამოყენება სრულად უნდა აიკრძალოს