ვირუსის გამო ჩინეთში საავადმყოფოები გადატვირთულად მუშაობენ

ჩინეთში, უხანის პროვინციაში 1000 კაციან საავადმყოფოს აშენებენ. შენობა 25 000 კვადრატულ მეტრზე გადაიშლება და ის, სავარაუდოდ, 3 თებერვალს გაიხსნება. მედია იტყობინება, რომ ახლა მოქმედი საავადმყოფოები გადატვირთულად მუშაობენ. საავადმყოფოების წარმომადგენლების განცხადებით, ჰოსპიტალებში საწოლების 97% დაკავებულია მაშინ, როდესაც დაავადებულთა მატებას ახალი წლის შემდეგ ელიან. აღსანიშნავია, რომ პეკინისა და შანხაის მთავრობები მოსახლეობას მოუწოდებენ თავი შეიკავონ იმ ქალაქებში წასვლისგან, რომლებშიც დაავადება მძვინვარებს. ირკვევა, რომ, სავარაუდოდ, კორონავირუსი დიდ ბრიტანეთშიც დაფიქსირდა. აღსანიშნავია, რომ ორი შემთხვევა სინგაპურშიც დაფიქსირდა.