ამერიკის წინააღმდეგ ერაყში მასტაბური აქცია მოეწყო

ერაყში აშშ-ის სამხედრო ძალების ქვეყნიდან გაყვანის მოთხოვნით აქტივისტებმა აქცია გამართეს. ისინი „არა ამერიკას“, „არა ოკუპაციას“ სკანდირებდნენ. აქციის მსვლელობისას ისინი „მწვანე ზონისკენ“ გაემართნენ, სადაც დიპლომატიური ოფისებია.

„ჩვენ გვსურს გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ჩაგვრის ჯაჭვისგან. ჩვენ დავიჩაგრეთ და ზიანი მოგვადგა ამერიკის ინტერესების გამო რეგიონში. გვინდა ისინი წავიდნენ“,- უცხადებს 18 წლის მარიამი „ალ ჯაზირას“.

„ყველანი წავიდნენ -ამერიკა, ისრაელი და კორუმპირებული მაღალჩინოსნები. აღარაფერი აღარ გვაქვს, არც სამუშაო, არც სახლები, არც ხელფასები. წავიდნენ!“- დასძნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.