ზაზა სარალიძემ სასამართლო პროცესზე დაცვას ფოტოები შეაყარა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები აყარა და დარბაზი ხმაურით დატოვა.

მან აღნიშნა, რომ აგრესია კალანდიას უფლებადამცველებისადმია მიმართული, რადგან ისინი ფაქტრობრივ აცხადებენ, რომ მისი შვილი მოკვლის ღირსი იყო.

„მე როგორც ვხედავ, აქ აქტიურად გრძელდება საუბარი იმაზე, რომ მე ვარ ხელისუფლებასთან და მკვლელებთან გარიგებული. აქ კონკრეტულ საქმეზე საუბარი არ მიდის. უფლებადამცველები მეუბნებიან, შენი შვილი მოკვლის ღირსი იყოო, ჩემი აგრესია მათკენ მიდის. სუბელიანისა და კალანდიების ოჯახმა შთამომავალი მომიკლეს”, – განაცხადა სარალიძემ.