აჭარის მაღალმთიან რაიონებში, 17 სკოლაში სწავლის პროცესი შეწყდა. ამის მიზეზი დიდთოვლობა გახდა. აჭარი განათლების სამინისტრო მოსწავლეებს მოუწოდებს დიდთოვლობის გამო სკოლებში არ გამოცხადდნენ.
„ელექტროენერგიის მომარაგების კუთხით არის გარკვეული შეფერხებები, თუმცა, ენერგო-პრო ჯორჯიას შესაბამისი ტექნიკური ჯგუფები მუშაობენ და დღის განმავლობაში აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება“, – აცხადებს ხულოს მერია.