ცაგერში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. მაშველები მდინარე ცხენისწყლის არხში ჩავარდნილებს ეძებენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ნაპოვნია ჯერჯერობით მხოლოდ 1 ადამიანის გვამი, ორს კი კვლავ ეძებენ.
ცნობისთვის, ინციდენტი გუშინ ღამე მოხდა, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი, რომელშიც 3 მამაკაცი იჯდა, წყალში გადავარდა, შემდეგ კი ის დინებამ წაიღო.
გამოძება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.