კორონავირუსმა კვლავ იმძლავრა

ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნული კომისია აცხადებს, რომ ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა 830-ს მიაღწია, ხოლო დაიღუპა 25.

ცნობისთვის, ვირუსის კიდევ უფრო სწრაფ გავრცელებას ელიან, რადგან საახალწლო პრეიოდში შიგნით და გარეთ მილიონობით ჩინელი მოგზაურობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, თუმცა საერთაშორისო დონეზე ეპიდემიის საშიშროების გამოცხადება ჯერ „ძალიან ადრეა“.

ცნობისთვის, კორონავირუსმა თავი 12-დან 29 დეკემბრამდე იჩინა. ვარაუდობენ, რომ მისი თავდაპირველი წყარო ქალაქ ჰუბეიში არსებული ცხოველთა ბაზარია. დაავადება ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. მისი სიმპტომებია ციება, სუნთქვის გართულება და ხველა.