ვარკეთილში, ერთ-ერთ ლიფტში ჩვილი ბავშვი იპოვეს

თბილისში, კერძოდ კი ვარკეთილში, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ლიფტში ჩვილი ბავშვი იპოვეს. ირკვევა, რომ ფაქტი საღამოს საათებში მოხდა, ჩვილი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ს 127-ე მუხლით, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს.