აშშ-ს პრეზიდენტის „დიდიებული გეგმა“

ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სამშაბათს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო გეგმას გამოაქვეყნებს. ეს მოხდება მანამ, სანამ ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონს ეწვევა.

„დიდებული გეგმა მაქვს. ეს ის გეგმაა, რომელიც ნამდვილად იმუშავებს. პალესტინელებს მოკლედ ვესაუბრე, თუმცა რაღაც დროის მერე გავესაუბრებით. დარწმუნებული ვარ თავდაპირველად მათი რეაქცვია შესაძლოა, ნეგატიური იყოს, თუმცა სინამდვილეში, გეგმა მათთვის ძალიან პოზიტიური იქნება“,- აცხადებს ტრამპი.

ამასთან დაკავშირებით განცხადება პალესტინის პრეზიდენტის პრესსპიკერმა გააკეთა. მისი განცხადებით, პალესტინა „აფრთხილებს ისრაელსა და აშშ-ს ადმინისტრაციას, არ გადაკვეთონ წითელი ხაზები“.