ილია მეორეს ბათუმში გამოკვლევები უტარდება

უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა უტარდება.

დეკანოზ იოანე გორელიშვილის განცხადებით, პატრიარქს გეგმური შემოწმება უტარდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

“საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ბათუმში იმყოფება. გეგმური ვიზიტი აქვს ერთ-ერთ კლინიკაში, სადაც გამოკვლევებს ჩაიტარებს. პატრიარქი თავს კარგად გრძნობს, სხვა დეტალები ჩვენთვის უცნობია”,- განაცხადა დეკანოზმა.